მალაიზიაში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა. ისინი სამხედროები იყვნენ, რომლებიც წვრთნებში მონაწილეობდნენ.
ოფიციალური ინფორმაციით, ვერტმფრენები ერთმანეთს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ლუმუტის საზღვაო ბაზაზე სამხედრო აღლუმისთვის მოსამზადებელი სწავლების დროს შეეჯახნენ.
როგორც BBC წერს, ვერტმფრენების პილოტებმა რეკომენდებული დისტანცია არ დაიცვეს, რამაც კატასტროფა გამოიწვია. დაწყებულია გამოძიება.