რიში სუნაკი უკრაინისთვის 500 მილიონი ფუნტის სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობა უკრაინას უმსხვილეს პაკეტს მიაწვდის მას შემეგ, რაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა.
პაკეტი მოიცავს 160 Husky-ს ტიპის ჯავშანმანქანას, 162 სხვა ტიპის ჯავშანმანქანას, 78 ყველგანმავალ მანქანას, 60 ნავსა და კატერს, 1 600 თავდასხმისა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, მათ შორი,ს Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტების ახალ პარტიას, დაახლოებით, ოთხ მილიონ ვაზნას. აღნიშნული პაკეტი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის წელს აღმოჩენილ სამხედრო დახმარებას 3 მილიარდ ფუნტამდე გაზრდის.
სუნაკის განცხადებით, უკრაინის დაცვა რუსეთის სასტიკი ამბიციებისგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის და მთელი ევროპისთვის. დიდი ბრიტანაეთის პრემიერი ხაზს უსვამს, რომ თუ პუტინს მიეცემა საშუალება, მიაღწიოს წარმატებას ამ აგრესიულ ომში, ის არ გაჩერდება პოლონეთის საზღვარზე.