გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თანაპარტიელმა დეპუტატმა, ნიკოლას ლობელმა სამედიცინო ნიღბების წარმოებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ინფორმაციის Euronews-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კომპანია, რომელსაც დეპუტატი ხელმძღვანელობდა, პანდემიის პირობებში ნიღბების მწარმოებელ კომპანიასა და გერმანიის ხელისუფლებას შორის შუამავალი იყო, სწორედ შესყიდვებში საშუამავლო მომსახურეობისთვის ლობელის კომპანიამ საკომისიო თანხად 250 000 ევრო მიიღო.
დეპუტატმა აღიარა, რომ მან შეცდომა დაუშვა, საკითხის მიმართ უფრო სენსიტიური უნდა ყოფილიყო. ამასთან აღნიშნა, რომ პარლამენტში დეპუტატის მანდატს საბოლოოდ აგვისტოს ბოლოს დათმობს.
ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა ბრალდების გაჟღერების შემდეგ ლობელი მწვავედ გააკრიტიკეს.
ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბუნდესტაგის კიდევ ერთი დეპუტატი პანდემიის პერიოდში ნიღბებთან დაკავშირებულ სკანდალში ამხილეს და კორუფციულ გარიგებებზე გამოძიებას ელის, თუმცა მას ლობელის მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია.
ცნობისთვის, სექტებერში გერმანიაში უნდა ჩატარდეს ეროვნული საპარლამენტო არჩევნები, რათა დადგინდეს, ვინ შეცვლის კანცლერ მერკელს.