სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ტავუშ-ღაზახის მონაკვეთზე პირველი სასაზღვრო ნიშანი დამონტაჟდა

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, 23 აპრილს, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის საზღვარზე, ადგილზე გეოდეზიური გაზომვების საფუძველზე, პირველი სასაზღვრო მარკერი დამონტაჟდა. ორი ქვეყნის ექსპერტთა ჯგუფების მუშაობა გრძელდება.

თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ზე დაწერა, რომ პირველი სასაზღვრო ნიშანი სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ტავუშ-ღაზახის მონაკვეთზე დამონტაჟდა.

მან შესაბამისი ფოტოც გამოაქვეყნა.