მცხეთის რაიონულ სასამართლოში, მას შემდეგ რაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა, სასამართლოს ეზოში მყოფ პირებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
კონფლიქტის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
პოლიციამ რამდენიმე პირი ადგილიდან გაიყვანა, თუმცა, ცნობილი არ არის, ისინი დააკავეს თუ სიტუაციას გაარიდეს.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა.
პატიმრობა მიესაჯათ არჩილ გაგნიძეს - 16 წელი;
ნიკოლოზ რევაზიშვილი - 16 წელი;
ვახტანგ ჩიქოვანი - 16 წელი;
2 არასრულწლოვნის სასჯელი განისაზღვრება მომდევნო სხდომაზე.