ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა

ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის #8 დაწესებულება დატოვა. გრიგორიადისის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება 12 აპრილს გამოაცხადა და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე დღეს ცნობილი გახდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ის გრიგორიადისს შეიწყალებდა.


„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით,“ განუცხადა მან მედიას.

გრიგორიადისი მიიჩნევს, რომ მოსამართლემ მის საქმეზე პოლიტიზირებული განაჩენი გამოიტანა.

მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღბნიშნა, რომ ის არ ნანობს საპროტესტო აქციებში მონაწილეობას.


გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა 12 აპილს მიიღო.

პრეზიდენტი შეწყალების აქტს ვერ გამოსცემდა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის არქონის გამო - მოსამართლე ზვიად შარაძემ განაჩენის მოსამზადებლად და მხარეებისთვის გადასაცემად მაქსიმალური ვადა, 14 დღე აიღო. მოსამართლემ ადვოკატებს განაჩენი დღეს გადასცა. პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი დღესვე გამოსცა.