თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა რუსეთიდან მექსიკის მიმართულებით პირდაპირი ფრენების ბილეთების გაყიდვა შეწყვიტა.
მედიის ცნობით, ამჟამად, ავიაკომპანიის ვებგვერდზე შეუძლებელია ბილეთის შეძენა მოსკოვიდან, ყაზანიდან ან სანკტ-პეტერბურგიდან მეხიკოში ან კანკუნში, რომელიმე შესაძლო თარიღზე. სტამბოლიდან მექსიკაში გასამგზავრებელი ბილეთის შეძენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ასევე შეუძლიათ ფრენა სტამბოლიდან ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში.
რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ (ATOR) დაადასტურა პრობლემა და ურჩია მგზავრებს, ამ დროისთვის არ ისარგებლონ Turkish Airlines-ის მომსახურებით. ATOR-ის ვიცე-პრეზიდენტის არტურ მურადიანის თქმით, გადამზიდავი ამას აკეთებს შეერთებული შტატების პრეტენზიების შიშით, რომელიც მექსიკას არალეგალური მიგრაციის მთავარ არხად მიიჩნევს.
უფრო ადრე, თურქეთში რუსეთის საელჩომ გააფრთხილა მოქალაქეები, რათა თავი შეიკაონ Turkish Airlines-ის ფრენებით სარგებლობისგან, იმის გამო, რომ ბოლო დროს მგზავრებს უარი ეთქვათ ჩასხდომაზე სტამბოლიდან ლათინური ამერიკის მიმართულებით ფრენებზე.