ჩინეთმა კოვიდპასპორტების გაცემა დაიწყო. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, პასპორტებში ასახულია ინფორმაცია პირის ვაქცინაციისა და კორონავირუსის ტესტის პასუხის შესახებ.
სერთიფიკატის აღება მოქალაქეებისთვის ჯერ ნებაყოფლობითია და ის მსოფლიოში პირველ „კოვიდპასპორტად“ მიიჩნევა.
ცნობისთვის, მსგავსი ზომების მიღებას განიხილავენ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთშიც. ევროკავშირი კი ვაქცინაციის „მწვანე პასპორტზე“ მუშაობს.
ასევე, ისრაელის მთავრობაც მოსახლეობისთვის კოვიდპასპორტების დარიგებას გეგმავს.