რუსეთმა და უკრაინამ, ომის შედეგად დევნილი ბავშვების საკითხზე პირისპირ მოლაპარაკებები პირველად გამართეს

რუსეთმა და უკრაინამ პირველად გამართეს ომის შედეგად დევნილი ბავშვების საკითხზე პირისპირ მოლაპარაკებები. შეხვედრა დოჰაში, კატარის შუამავლობით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წარმომადგენელმა და ბავშვთა უფლებების ომბუდსმენმა, მარია ლვოვა-ბელოვამ კომისარმა განაცხადა. მან განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთიდან უკრაინაში 29 ბავშვს ჩაიყვანენ, უკრაინიდან რუსეთში კი - 19 ბავშვს.


კიევშის შეფასებით, ოკუპანტებმა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთსა თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 19 ათასზე მეტი ბავშვი გადაიყვანეს, რასაც რუსული მხარე სიყალბეს უწოდებს. თუმცა 2023 წელს ICC-მ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ფედერაციის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. ისინი ეჭვმიტანილი არიან სწორედ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში ბავშვების დეპორტაციაში.


უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა, დიმიტრი ლუბენეცმა განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა 517 ბავშვი და 2,828 ზრდასრული.

ცნობისთვის, კატარი უკრაინის სამშვიდობო გეგმის შესახებ შეხვედრას უმასპინძლებს.