თავდაცვის მინისტრი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ Nato-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ როსარია პუგლისთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

მხარეებმა შეხვედრაზე, შეხვედრაზე NATO-საქართველოს ურთიერთობა, NATO-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტით (SNGP Refresh) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებისა და ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს კონტრიბუციის საკითხები განიხილეს.

,,საქართველოს თავდაცვის მინისტრმა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ როსარია პუგლისის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ნატოს სამეკავშირეო ოფისთან ინტენსიური თანამშრომლობა გაგრძელდება. შეხვედრაზე NATO-საქართველოს ურთიერთობა, NATO-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტით (SNGP Refresh) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებისა და NATO-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს კონტრიბუციის საკითხები განიხილეს. მინისტრმა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უწყებაში განხორციელებული რეფორმები, თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი, NATO-სთან თავსებადობის გაზრდის კუთხით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები და თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები გააცნო", - ნათქვამია განცხადებაში.