"მნიშვნელოვანია, ჟურნალისტების უსაფრთხოება გარანტირებული იყოს" - კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, საარჩევნო პერიოდში ჟურნალისტების უსაფრთხოება გარანტირებული იყოს.

ელჩის განცხადებით, საზოგადოების ინფორმირებით ჟურნალისტები ყველა დემოკრატიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და ეს განსაკუთრებით ვრცელდება საპარლამენტო არჩევნების პერიოდზე, როდესაც მათი საქმე კიდევ უფრო გართულებულია კოვიდპანდემიის გამო.

"გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ხშირად მივიღეთ ინფორმაცია ქართველ ჟურნალისტებზე მუქარისა თუ თავდასხმის შესახებ. პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა დემოკრატიის საფუძველია და საარჩევნო პროცესისთვის ის აუცილებელია. მედია ინფორმაციას აწვდის ქართველ ხალხს კანდიდატების, პარტიებისა და მნიშვნელოვან საკითხებზე მათი შეხედულებების შესახებ", - განაცხადა ელჩმა.