უკრაინულმა დაზვერვამ მოსკოვში, ოსტაფიევოს აეროდრომზე რუსული KA-32-ის ტიპის ვერტმფრენი გაანადგურა. ეს ვერტმფრენი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა. იტყობინება RBC-უკრაინას სპეცსამსახურების წყარო.
წყაროს ცნობით, რუსებმა ვერტმფრენი გამოიყენეს თავიანთი არმიის ლოგისტიკური საჭიროებების და საევაკუაციო ოპერაციების დასაკმაყოფილებლად. როგორც უკრაინული მედია წერს, დაზვერვამ დაადასტურა მოსკოვში ვერტმფრენის განადგურება და ვიდეოც გაავრცელა.
უკრაინის დაზვერვის თანახმად, აეროდრომი ეკუთვნის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და ის ოპერირებს „გაზპრომავიასთან“ ერთად, რომელიც „გაზპრომის“ სტრუქტურაში შედის.
„განადგურებულ საავიაციო ტექნიკას აგრესორი სახელმწიფო რუსეთის საოკუპაციო არმიის ოპერაციების მხარდასაჭერად იყენებდა,“ - აცხადებენ უკრაინის დაზვერვის სამსახურში.