140 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი უკრაინაში დააბრუნეს. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა განაცხადა.
კერძოდ, შესაძლებელი გახდა დონეცკის სექტორში მებრძოლი 112 დამცველის, ლუგანსკის სექტორიდან 20 დაღუპული ჯარისკაცის, სუმის სექტორიდან ხუთი დამცველის, ზაპოროჟიეს სექტორიდან ორი დაღუპული ჯარისკაცის და ხერსონის სექტორიდან ერთის ცხედრის დაბრუნება.
მსხვერპლთა იდენტიფიცირებას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები მოახდენენ. იდენტიფიკაციის შემდეგ ცხედრები ოჯახებს დაკრძალვისთვის გადაეცემა. 121 დაღუპული დამცველის ცხედარი უკრაინაში 29 მარტს დააბრუნეს.