პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიესალმება ორგანიზაციის საბოლოო მოხსნებას, რომელიც ადასტურებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიანი იყოს.
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ იგი ყურადღებით აკვირდება საარჩევნო რეფორმების საკითხს, რათა უახლესი რეკომენდაციები შეიტანოს.
,,მივესალმები ეუთო/ოდირი-ის საბოლოო მოხსენებას, რომელმაც დაადასტურა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.
მე ყურადღებით ვაკვირდები საარჩევნო რეფორმას, რომ უახლესი რეკომენდაციები შევიტანო", - წერს ზურაბიშვილი Tweet-ში.
ცნობისთვის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდა.
ეუთო/ოდირი მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას, გააუმჯობესოს საარჩევნო პროცესი და უპასუხოს რეკომენდაციებს, რომლებიც მოცემულია აღნიშნულ და წინა ანგარიშებში.