2010 წლიდან დღემდე, USAID-ის მიერ მხარდაჭერილმა ახალგაზრდულმა ცენტრებმა სხვადასხვა აქტივობაში 20 000-ზე მეტი ადამიანი ჩართეს. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის განვითარების სააგენტო (USAID/Georgia) ავრცელებს.
„ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ საქართველოს გაეროს ასოციაციასთან და მხარს ვუჭერთ 15 ახალგაზრდულ ცენტრს. ეს ცენტრები მთელ საქართველოშია განთავსებული და აერთიანებს ახალგაზრდებს ახალქალაქიდან ბათუმამდე, ოზურგეთიდან დმანისამდე, გორიდან ახმეტამდე.
2010 წლიდან USAID-ის მიერ მხარდაჭერილმა ახალგაზრდულმა ცენტრებმა 20 000-ზე მეტ ახალგაზრდას მისცა შესაძლებლობა, გაეარათ ენის კურსები, მონაწილეობა მიეღოთ სტაჟირების პროგრამებში და აქტიურად ჩართულიყვნენ სამოქალაქო ინიციატივებში, რამაც ხელი შეუწყო მათ კარიერულ წინსვლას. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ თანამშრომლობს USAID საქართველოს მოქალაქეებთან, რათა ხელი შეუწყოს უსაფრთხო, წარმატებული და დემოკრატიული საზოგადოების შექმნას,“ წერს USAID.