ბელგიას სურს, უკრაინას F-16-ები, 2025 წლის ნაცვლად, წელსვე მიაწოდოს

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კრომ და თავდაცვის მინისტრმა ლუდივინ დედონდერმა 26 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ბელგიის ხელისუფლება აპირებს, 2024 წლის ბოლომდე მიაწოდოს უკრაინას თავისი რამდენიმე F-16 მოიერიშე თვითმფრინავი. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის ჩავა თვითმფრინავები უკრაინაში, მაგრამ, როგორც დედონდერმა განმარტა „ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად.“


მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თვითმფრინავები უკრაინას წლის ბოლომდე მიაწოდონ. 2023 წლის ოქტომბერში ბელგიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ბელგია F-16-ების მიწოდებას 2025 წელზე ადრე ვერ შეძლებდა. დე კრომ აღნიშნა, რომ ყველა მოიერიშე თვითმფრინავი უნდა დაფინანსდეს გაყინული რუსული აქტივების პროცენტებიდან და არა ბელგიელი გადამხდელების ფულით.