უკრაინა ახალ, შორი რადიუსის თავდასხმის დრონებს აწარმოებს - Forbes

უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედ თავდასხმის დრონად კიდევ ერთი სპორტული თვითმფრინავი გადააკეთა. Forbes-ის ცნობით, ერთ-ერთი მათგანის ფრაგმენტები რუსეთში რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 600 მილის (965 კმ) მანძილზე აღმოაჩინეს.

Forbes-მა გამოაქვეყნა რუსი პროპაგანდისტის კირილ ფედოროვის ფოტო, რომელზეც ნაჩვენებია რუსეთში ჩამოვარდნილი ხელნაკეთი დრონი,

თვითმფრინავს შეუძლია 400 მილის გავლა საათში დაახლოებით 100 მილი სიჩქარით, რამდენიმე ასეული კილოგრამის ტვირთით.


ერთ-ერთი მათგანი 2 აპრილს, ალაბუგის სპეციალური ეკონომიკური ზონის სამრეწველო კამპუსს დაეჯახა და დააზიანა ქარხანა, სადაც რუსული არმიისთვის „შაჰედის“ ტიპის დრონებს აწარმოებდნენ. Forbes ვარაუდობს, რომ Nynja-ს დრონის ღირებულება მხოლოდ რამდენიმე ასეული ათასი დოლარია - ის ბევრად იაფია, ვიდრე მრავალმილიონიანი ფრთოსანი რაკეტა.