თურქეთის სასამართლომ რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა

სააგენტო Anadoly-ს ინფორმაციით, თურქეთის სასამართლომ რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო კიდევ რამდენიმე ბრალდებულს სხვადასხვა ვადით პატიმრობა შეუფარდა.

ელჩის მკვლელობის საქმეში სულ 28 ბრალდებული ფიგურირებდა, მათგან 9-ის, მათ შორის აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის საქმე ცალკე გამოიყო.

ცნობისთვის, თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი 2016 წლის დეკემბერში მოკლეს. მას ანკარაში გამოფენაზე გაუხსნეს ცეცხლი. თავდამსხმელი მევლუთ ალთინაში პოლიციამ მოკლა.