57 ქართველი დიპლომატის ერთობლივი განცხადებით, „ქართული ოცნების" მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კასკადმა სრულიად ნათლად, 180 გრადუსით შემოატრიალა ქვეყნის საგარეო კურსი - ხელისუფლება გვაშორებს ევროკავშირს.“
განცხადების თანახმად, "ქართული ოცნება" პირდაპირ ესხმის თავს ჩვენს მთავარ საერთაშორისო პარტნიორებს - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, „რაც ქვეყანას ასუსტებს და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.“
„ჩვენი ქვეყანა ბევრჯერ ყოფილა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გზაგასაყარზე, მაგრამ არასოდეს ასე ნათელი და მორალურად ცხადი არ ყოფილა, თუ რა არის სწორი გზა. „ქართული ოცნების" მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კასკადმა სრულიად ნათლად, 180 გრადუსით შემოატრიალა ქვეყნის საგარეო კურსი. დღეს საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ არ არის მზად ევროკავშირისთვის, იღებს კანონებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ არჩეულ კურსს, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და საერთაშორისო ვალდებულებებს. ეს გვაშორებს ევროკავშირს. მეტიც, დღეს "ქართული ოცნება" პირდაპირ თავს ესხმის ჩვენს მთავარ საერთაშორისო პარტნიორებს - აშშ-ს და ევროკავშირს - რაც ასუსტებს ქვეყანას და ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და კონსტიტუციას.
ეს ხდება იმ დროს, როდესაც ევროკავშირმა გაგვიღო კარი გაწევრიანებისთვის და მოგვცა კანდიდატის სტატუსი, ხოლო გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე მხოლოდ 9 დათქმის შესრულება გვაშორებს. ევროინტეგრაციის გზა ნათელი და გასაგებია, "ქართულმა ოცნებამ" კი ამ გზას შეგნებულად გადაუხვია.
ამერიკელი სენატორების წერილი, ევროპარლამენტის რეზოლუცია, ევროპული ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების წერილი, ევროკომისრის, NATO-ს გენერალური მდივნის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და საქართველოს ბევრი სხვა მეგობრის განცხადება ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი მეგობრები წუხან საქართველოს ხელისუფლების მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე.
ჩვენთვის, ამ ქვეყნის სხვადასხვა თაობის დიპლომატებისთვის, რომლებმაც მრავალი წელი დავუთმეთ ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და სახელმწიფოებრივი ინტერესების განმტკიცებას, სრულიად ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" მოახდინა საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება დასავლეთიდან რუსეთისკენ. ამ ცვლილების შესაჩერებლად, ერთადერთი გზა არის ყველა პატრიოტი ადამიანის მხრიდან ხმის ამოღება, პროტესტის დაფიქსირება და უსამართლო კანონებზე თუ გადაწყვეტილებებზე რეაგირება.
გვსურს, შევახსენოთ ჩვენს კოლეგებს, საჯარო, თუ დიპლომატიურ სამსახურში, რომ ქვეყნის ისტორიაში დგება მომენტები, როდესაც სიჩუმე უდრის თანამონაწილეობას, ხოლო ქვეყნის კონსტიტუციის და ევროპული გზის დაცვა პასუხისმგებლობას და ვალდებულებასაც კი წარმოადგენს.
ჩვენ გვჯერა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა არ გახდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების აქტიური თუ პასიური თანამონაწილე. მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!,“ - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
ეკა აკობია, ყოფილი მრჩეველი
გიორგი ბადრიძე, ყოფილი ელჩი
ვიქტორია ბაიკოვა, ყოფილი მრჩეველი
ზურაბ ბატიაშვილი, ყოფილი უფროსი მრჩეველი
დავით ბაქრაძე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
გიორგი ბოკერია, ყოფილი დესპანი
კონსტანტინე გაბაშვილი, ყოფილი ელჩი
მამუკა გამყრელიძე, ყოფილი ელჩი
პაატა გაფრინდაშვილი, ყოფილი ელჩი
კახა გოგოლაშვილი, ყოფილი დესპანი
თორნიკე გორდაძე, ყოფილი დესპანი
გიორგი გორგილაძე, ყოფილი ელჩი
გიორგი გუგუნავა, ყოფილი დესპანი
ჯაბა დევდარიანი, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი
ნიკოლოზ ვაშაკიძე, ყოფილი ელჩი
გრიგოლ ვაშაძე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
თემურ იაკობაშვილი, ყოფილი ელჩი
ხათუნა იოსავა, ყოფილი დესპანი
ნინო კალანდაძე, ყოფილი დესპანი
სერგი კაპანაძე, ყოფილი დესპანი
არჩილ კეკელია, ყოფილი დესპანი
ზურაბ კვაჭაძე, ყოფილი დესპანი
გიგი კუბლაშვილი, ყოფილი ელჩი
მამუკა კუდავა, ყოფილი ელჩი
ალექსანდრე ლაცაბიძე, ყოფილი ელჩი
ტარიელ ლებანიძე, ყოფილი ელჩი
ია მახარაშვილი, ყოფილი დესპანი
ივანე მაჭავარიანი, ყოფილი ელჩი
გეგა მგალობლიშვილი, ყოფილი ელჩი
ანზორ მელაძე, ყოფილი უფროსი მრჩეველი
ლევან მეტრეველი, ყოფილი ელჩი
ეკატერინე მიქაძე - მაიერინგი, ყოფილი ელჩი
გიორგი მუჩაიძე, ყოფილი უფროსი მრჩეველი
ნინო ნაკაშიძე, ყოფილი ელჩი
გიორგი ნიკოლაიშვილი, ყოფილი დესპანი
დავით ნარდაია, ყოფილი დესპანი
დავით ნოზაძე, ყოფილი მრჩეველი
ალექსი პეტრიაშვილი, ყოფილი ელჩი
მამუკა ჟღენტი, ყოფილი ელჩი
დავით რაქვიაშვილი, ყოფილი უფროსი მრჩეველი
სალომე სამადაშვილი, ყოფილი ელჩი
ეკა სირაძე-დელონე, ყოფილი დესპანი
ვასილ სიხარულიძე, ყოფილი ელჩი
ეკა ტყეშელაშვილი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
ინგა ფალიანი-დიტრიხი, ყოფილი უფროსი მრჩეველი
გიორგი ფანიაშვილი, ყოფილი უფროსი მრჩეველი
თენგიზ ფხალაძე, საქართველოს IV პრეზიდენტის მრჩეველი, ყოფილი საგარეო ურთიერთობათა მდივანი
შოთა ღვინერია, ყოფილი ელჩი
ნატა ქორიძე, ყოფილი უფროსი მრჩეველი
ბათუ ქუთელია, ყოფილი ელჩი
ნინო ჩაჩავა, ყოფილი უფროსი მრჩეველი
ვალერი ჩეჩელაშვილი, ყოფილი ელჩი
მანუჩარ წოწონავა, ყოფილი დეპანი
ზურაბ ჭიაბერაშვილი, ყოფილი ელჩი
გიორგი ხოშტარია, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
გაიოზ ჯაფარიძე, ყოფილი უფროსი მრჩეველი
თედო ჯაფარიძე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი