ტექნიკურად, პოლონეთს შეუძლია, დახუროს ცა უკრაინის დასავლეთ რეგიონებში, რადგან მას აქვს Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები, მაგრამ ამას პოლიტიკური ნება სჭირდება. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა ილია იევლაშმა განაცხადა.
„უკვე იყო მოლაპარაკებები იმის შესახებ, რომ პოლონეთს შეეძლო ჩვენი ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში ცის დახურვა, რაც საშუალებას მოგვცემს, გამოვიყენოთ დასავლეთ უკრაინაში მდებარე სადგურები და გამშვებები სხვა რაიონებში. რა თქმა უნდა, თეორიულად და ტექნიკურად, ეს შესაძლებელია, რადგან პოლონეთს აქვს შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის, Patriot-ის სისტემა. თუმცა, ამას პოლიტიკური ნება სჭირდება და ეს უფრო ჩვენი დიპლომატიური კორპუსის და უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის სასაუბროა, რომელთაც შეუძლიათ, ამაზე შეთანხმდნენ,“ - განაცხადა ევლაშმა.
მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება უკრაინის საჰაერო ძალებს „გაუადვილებს ცხოვრებას.“
„შეგვეძლო, გამოგვეყენებინა მწირი დანაყოფები ტაქტიკური თვითმფრინავების, მართვადი რაკეტების, ფრთოსანი რაკეტების საბრძოლველად. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გამოგვადგება.“ - განმარტა სპიკერმა. როგორც ცნობილია, 27 აპრილს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი რუსული რაკეტა, რომელიც შაბათს ღამით უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის დროს იყო გასროლილი, პოლონეთის საზღვრიდან 15 კილომეტრში ჩავარდა.