რუსეთის ხელისუფლების ძალისხმევა, დაამყაროს ვაჭრობა დოლარისა და ევროს გვერდის ავლით, ახალ დაბრკოლებებს აწყდება. იტალიამ რუსეთისთვის მიწოდებული საქონლის გადახდაზე რუბლის მიღება შეწყვიტა. ამის შესახებ იტალია-რუსეთის სავაჭრო პალატის (IRTC) ხელმძღვანელმა ფერდინანდო პელაცომ განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება იტალიის ფინანსური უსაფრთხოების კომიტეტმა მიიღო, რომელიც რამდენიმე სამინისტროს აერთიანებს.
თებერვალში ამოქმედებულმა მექანიზმმა მხოლოდ ორი თვე იმუშავა და სატესტო პერიოდი მაისამდე უნდა გაგრძელებულიყო. რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, გასულ წელს, რუსულმა იმპორტიორებმა უცხოეთიდან მიწოდებული საქონლის 30% რუბლით გადაიხადეს.