ევროკავშირის ანგარიში: გერმანია არის რუსეთის დეზინფორმაციის მთავარი სამიზნე

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ინფორმაციით, გერმანიის წინაღმდეგ აქტიური დეზინფორმაციის კამპანია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გერმანია ყველაზე ხშირად ხდებოდა რუსული დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით.

როგორც ანგარიშიდან ჩანს, 2015 წლის ბოლოდან გერმანიის წინააღმდეგ 700 – ზე მეტი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

„ევროკავშირის არც ერთი სხვა ქვეყანა არ ჰყოფილა დეზინფორმაციის სამიზნე ისე ძლიერად, როგორც გერმანია. 2015 წლიდან EU vs. Disinfo-ის მონაცემთა ბაზამ გერმანიის წინააღმდეგ მიმართული 700-მდე შემთხვევა დააფიქსირა. შედარებისთვის, საფრანგეთის წინააღმდეგ 300 შემთხვევა იყო, იტალიის წინააღმდეგ - 170 და ესპანეთის წინააღმდეგ - 40 შემთხვევა“, - ნათქვამია ანგარიშში.