ბრიტანული დაზვერვა მოლდოვას რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმების შესახებ აფრთხილებს - Bloomberg

Bloomberg-ის ცნობით, რუსეთი მოლდოვაზე, საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის წინ, ჰიბრიდული თავდასხმების ტალღისთვის ემზადება. „ბრიტანეთი დაზვერვის მონაცემებს მოლდოვის ხელისუფლებას გაუზიარებს, რათა დაეხმაროს მათმოსალოდნელი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში უახლოეს თვეებში,“ განუცხადეს გამოცემას წყაროებმა.


დღეს ლონდონში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიჰაი პოპშოი ბრიტანეთის მრეწველობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების მინისტრს ნუსრათ ღანს შეხვდება, რათა
მოლდოვასთან დაკავშირებით კრემლის გეგმები განიხილონ.


გასულ თვეში, მოლდოვის დაზვერვის უფროსმა ალექსანდრუ მუსტეატამ გააფრთხილა მოლდოველები, რომ მოსკოვი გეგმავს "უპრეცედენტო ინტენსივობის" კამპანიას. მისი თქმით, მის ქვეყანას აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი აპირებს ჩაშალოს წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირის რეფერენდუმი.


ევროკავშირის პარლამენტის ხელმძღვანელთა კონფერენციაზე გამოსვლისას მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა იგორ გროსუმ კი, განაცხადა, რომ რუსეთს სურს, ჩაშალოს მომავალი საარჩევნო პროცესი მოლდოვაში, ამიტომ, ევროკავშირის წარმომადგენლები უნდა დაეხმარონ კიშინიოვს დემოკრატიისთვის ბრძოლის გაგრძელებაში. მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ასევე განაცხადა, რომ მოლდოვა რუსეთის ჩარევის სამიზნეა, რადგან მოსკოვს სურს, ხელი შეუშალოს ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციას.