FT: Naftogaz-ის ხელმძღვანელი მოუწოდებს ევროკავშირს, დაიცვას გაზის საცავები რუსული თავდასხმებისგან

უკრაინის ეროვნული ენერგეტიკული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, დაეხმარონ უკრაინას ბუნებრივი აირის საწყობების დაცვაში რუსეთის ბოლოდროინდელი თავდასხმებისგან, რათა მათ განაგრძონ წვლილის შეტანა კონტინენტზე ფასების შემცირებაში. 

„ევროკავშირის ინტერესს წარმოადგენს ბუნებრივი აირის შენახვის, ტრანსპორტირებისა და წარმოების [ნაგებობების] დაცვა, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის გაზის ინფრასტრუქტურა „კარგად არის ინტეგრირებული“ ევროპის ენერგეტიკულ სისტემასთან,“ განაცხადა „ნაფტოგაზ“ ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლექსი ჩერნიშოვმა.


გასულ წელს უკრაინის მიერ გაზის შენახვა გადამწყვეტი აღმოჩნდა ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად. 

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრით გამოწვეული რისკების მიუხედავად, უკრაინის საწყობები სიცოცხლისუნარიან ვარიანტად განიხილებოდა, ნაწილობრივ ისეთი წახალისების საფუძველზე, როგორიცაა შენახვის ეკონომიური ტარიფები და საბაჟო გადასახადის შეღავათები, რაც ხელს უწყობს გაზის ადვილად რეიმპორტს ევროკავშირში. ჩერნიშოვის თქმით, ევროპელი დაინტერესებული მხარეებს კვლავაც სურთ ამ წელს საწყობების ათვისება. კომპანიის მიზანია, რომ უკრაინაში შენახული ევროპული ბუნებრივი აირის მოცულობა, გასული წლის 2,5 მილიარდი კუბური მეტრიდან, ოთხ მილიარდამდე გაზარდოს.