ევროპარლამენტმა კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონისა და რამდენიმე კატალონიელი პოლიტიკოსისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა.
Euronews-ის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ესპანეთის ხელისუფლებას პუჩდემონისა და მისი მოკავშირეების ბელგიიდან ექსტრადირების პროცესის განახლების შესაძლებლობას აძლევს.
ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილება ბელგიის სასამართლომ უნდა მიიღოს.
პუჩდემონისთვის იმუნიტეტის მოხსნას 400 ევროპარლამენტარმა მხარი დაუჭირა, 248 წინააღმდეგი იყო, ხოლო 45 პარლამენტარმა თავი შეიკავა.
ცნობისთვის, 2018 წლის 14 ოქტომბერს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელ ლიდერებს ამბოხისთვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა და კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის დაკავების საერთაშორისო და ევროპული ორდერები გასცა. ამის შემდეგ კატალონიაში საპროტესტო აქციები დაიწყო. 18 ოქტომბერს პუჩდემონი ბელგიის პოლიციას ჩაბარდა.