მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ცხოვრების განმავლობაში ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა პანდემიის განმავლობაში.
„ქალთა მიმართ ძალადობა ყველა ქვეყანასა და კულტურაში ენდემურია, რაც მილიონობით ქალს და მათ ოჯახებს ზიანს აყენებს, ეს მდგომარეობა განსაკუთრებით გამწვავდა პანდემიის დროს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს, ყველაფერი გააკეთონ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად.