ბრიტანული დაზვერვა: „კუშჩევსკაიას“ აეროდრომზე უკრაინელთა იერიში რუსეთს აიძულებს, შეცვალოს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის განლაგება

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, 27 აპრილს კრასნოდარის მხარეში „კუშჩევსკაიას“ აეროდრომსა და ორ ნავთოგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით განხორციელებული წარმატებული დარტყმები რუსეთის ავიაციის შესაძლებლობას შეამცირებს. ბრიტანული დაზვერვა მიუთითებს, რომ „კუშჩევსკაიაში“ განლაგებულია რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები Su-34-ები და Su-35-ები, რომლებიც ყოველდღიურად ახორციელებენ დარტყმებს უკრაინის პოზიციებზე.


„ის, რომ უკრაინას უნარი შესწევს, ხელი შეუშალოს რუსეთის ტაქტიკურ ავიაციას, საკვანძო მნიშვნელობისაა უფრო ფართო ფრონტის დასაცავად. ეს წარმატებული დარტყმა რუსეთს, სავარაუდოდ, აიძულებს, კიდევ უფრო მეტად გაფანტოს გამანადგურებლები, ასევე, გაანაწილოს საჰაერო თავდაცვის საშუალებები, რათა გამოასწოროს თავდაცვის პრობლემები,“ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა თავის ანგარიშში.