პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციაში უმასპინძლა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს. სალომე ზურაბიშვილმა სანდრო ჯოხაძესა და თემო კოკოზაშვილს ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გადასცა.


„დღეს ამ ბიჭებს გადავეცი საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, რომლებსაც ისინი ამაყად აფრიალებდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის გაპროტესტების დროს,“ წერს ზურაბიშვილი Instagram-ზე.


შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 აპრილს, 2200 ლარით დააჯარიმა ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტის“ საწინააღმდეგო აქციების მონაწილე 18 წლის მოსწავლე სანდრო ჯოხაძე.


ფოტო: 17 აპრილი, 2024 წელი. „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია. სანდრო ჯოხაძე და თემო კოკოზაშვილი სპეცრაზმელების პირისპირ.

ფოტო: 17 აპრილი, 2024 წელი. „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია. სანდრო ჯოხაძე და თემო კოკოზაშვილი სპეცრაზმელების პირისპირ.