ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ჟოზეფ ბორელი მოელის, რომ პოლიტიკური პარტიები წინ წაიწევენ დიალოგის კუთხით და ყველა მხარე გადადგამს ნაბიჯებს სიტუაციის განმუხტვისთვის.
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს ბორელმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ვითარება საქართველოში და მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ამან შესაძლოა, საქართველოს დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს
„საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. საქართველოსთან ასოცირების ამბიციური შეთანხმება გვაქვს გაფორმებული. სამწუხაროდ, პოლიტიკური ვითარება საქართველოში და მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ამან შესაძლოა საქართველოს დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს. ვიმეორებ, ყველა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები სიტუაციის განმუხტვისთვის. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ახლახან ეწვია საქართველოს და ჩვენ მოველით, რომ პოლიტიკური პარტიები წინ წაიწევენ დიალოგის კუთხით. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ასევე შეუწყობს ხელს ამ მედიაციას. ყველა მხარემ უნდა შეიტანოს წვლილი კომპრომისის მიღწევაში. ქართველი ხალხის ინტერესი პირველ ადგილზე უნდა იყოს. ყველა აქტორმა თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისგან. პროგრესის თვალსაზრისით, ევროკავშირი პრიორიტეტად განიხილავს დემოკრატიის კონსოლიდაციას, მათ შორის საარჩევნო რეფორმას, პოლიტიკურ სტაბილურობასა და ინკლუზიურ საპარლამენტო პროცესს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა“, - განაცხადა ბორელმა.