ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას შუქი ჩაქრა

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც საქართველოს საკითხის განხილვა მიმდინარეობდა ელექტროენერგია გაითიშა.

შუქის ჩაქრობის გამო, სხდომაზე მცირე შესვენება გამოცხადდა.

როგორც ცნობილია, პრობლემა უკვე აღმოფხვრილია, თუმცა დებატები არ განახლებულა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის პლენარული სესიის ფარგლებში, დღეს ევროპარლამენტარები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დებატები იმართება.