ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა კიევში ვიზიტის დროს, უკრაინასთან 100-წლიანი პარტნიორობის შესახებ დაიწყო მოლაპარაკებები. ამის შესახებ უკრაინაში ბრიტანეთის საელჩო იტყობინება.
დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ აღნიშნა, რომ ეს არის სრულიად ახალი შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით.
„მინისტრმა დაიწყო მოლაპარაკებები უკრაინასთან 100-წლიანი პარტნიორობის შესახებ, ახალი შეთანხმება, რომელიც დაამყარებს ძლიერ კავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სრულ სპექტრში: ვაჭრობა, უსაფრთხოება და თავდაცვა, მეცნიერება და ტექნოლოგიები, განათლება, კულტურა და სხვა,“ - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
„ჩვენ ყველამ მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინას მივაწოდოთ ის, რაც მას სჭირდება მოსაგებად,“ - ციტირებს საელჩო ბრიტანული დიპლომატიის ხელმძღვანელს.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიე- მინისტრმა რიში სუნაკმა იანვარში ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა აშენებს ახალ პარტნიორობას უკრაინასთან, რომელიც გამიზნულია 100 ან მეტი წლის განმავლობაში. ბრიტანეთის ელჩმა უკრაინაში მარტინ ჰარისმა EP-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამით ლონდონს სურს, თქვას, როგორი იქნება უკრაინა 100 წლის შემდეგ. როგორც EP იტყობინება, წინა დღით კიევში ვიზიტის დროს, ქემერონი დაჰპირდა უკრაინას, რომ ბრიტანეთი ქვეყანას ყოველწლიურად 3 მილიარდ ფუნტ სტერლინგს მიაწვდიდა სამხედრო დახმარებისთვის და ეს მოხდება, ვიდრე საჭირო იქნება.“ ქემერონმა ასევე განუცხადა Reuters-ს, რომ უკრაინას უფლება აქვს, გამოიყენოს ლონდონის მიერ მოწოდებული იარაღი რუსეთში სამიზნეებზე დასარტყმელად.