იტალია გეგმავს ,გამოაცხადოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი - რომელიც მოიცავს SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემას. ამის შესახებ Sky News-ი იტალიურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ოფიციალურად გააკეთებს განცხადებას G7-ის სამიტზე, რომელიც პულიაში, იტალიაში, მომავალ თვეში გაიმართება.
იტყობინება ახალი ამბების ვებგვერდი La Repubblica. ასევე ვარაუდობენ, რომ პაკეტში შედის Stinger-ის საზენიტო სარაკეტო სისტემები და შორი მანძილის Storm Shadow-ს რაკეტები. ეს იქნება მე-9 სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც იტალიიდან უკრაინას გაეგზავნება.