უკრაინა გერმანულ მწარმოებეი „ჰენსოლდტისგან“ დამატებით 6 TRML-4D -ის საჰაერო სათვალთვალო რადარს მიიღებს საჰაერო თავდაცვის საჭიროებებისთვის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, რადარების შემსყიდველი უკრაინის თავდაცვის სამინისტროა.
თუმცა, მათ საფასურს გერმანიის მთავრობა სამხედრო დახმარების ფარგლებში გადაიხდის.
ექვსი TRML-4D რადარის შეძენის ღირებულება 100 მილიონ ევროზე მეტია. რადარები უკრაინას ამ წლის ბოლოს გადაეცემა. ახალი სარადარო სისტემები უკრაინას წელს მიეწოდება. TRML-4D რადარები აუცილებელია ქვეყნის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
TRML-4D არის საშუალო დისტანციის C-ზოლიანი რადარი TRML-ის ოჯახიდან, რომელიც 2018 წელს შეიქმნა. რადარს შეუძლია, კლასიფიცირდეს სხვადასხვა ტიპის სადესანტო სამიზნეების, მათ შორის, ფრთოსან რაკეტებზე.
TRML-4D-ს შეუძლია 1500-მდე სამიზნის აღმოჩენა 250 კილომეტრის რადიუსში. ადარის ნიშანდობლივი თვისებაა მისი ავტონომიური მოქმედებისა და ამით საჰაერო სამიზნეების აღმოჩენის უნარი. TRML-4D-ს შეუძლია ურთიერთქმედება IRIS-T სარაკეტო თავდაცვის სისტემებთან.