აშშ-ში, ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, F16-მა საცდელი ფრენა წარმატებით შეასრულა

ხელოვნური ინტელექტის მიერ კონტროლირებულმა F-16-ის გამანადგურებელმა წარმატებული საცდელი ფრენა საჰაერო ძალების მდივან ფრენკ კენდალთან ერთად დაასრულა, რაც სამხედრო ავიაციაში მნიშვნელოვანი ეტაპია.


ამ F-16-ს ხელოვნური ინტელექტი აკონტროლებდა და არა ადამიანი პილოტი.

AI-ის გამოყენება ერთ-ერთი უდიდესი წინსვლაა სამხედრო ავიაციის სფეროში - 1990-იანი წლების დასაწყისში „სტელსის“ (ხელოვნური ინტელექტის მქონე გამანადგურებელი ბომბდამშენი) შემოღების შემდეგ.


მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია ბოლომდე არ არის განვითარებული, დაგეგმილია 1000-ზე მეტი უპილოტო თვითმფრინავისგან შემდგარი ფლოტის შექმნა, რომელთაგან პირველი - 2028 წლისთვის დაიწყებს ოპერირებას.