უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

უკრაინაში მებრძოლი ქართული სპეცდანიშნულების რაზმი „შავი არწივი“ იტყობინება, რომ ავდეევკის მიმართულებაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაიღუპა მისი მებრძოლი სოსო გუგუტაშვილი.


„ავდეევკის მიმართულებაზე საბძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა ქვედანაყოფი შავი არწივის მებრძოლი სოსო გუგუტაშვილი, ქვედანაყოფი შავი არწივი ოჯახს უსამძიმრებს ამ დიდი დანაკარგს.

ბრძოლა გრძელდება სისხლის ბოლო წვეთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე!!!!“ - წერს ქვედანაყოფი ფეისბუკში გამოქვეყნებულ პოსტში.


ქართველი მებრძოლის დაღუპვის ფაქტს ადასტურებენ საქართელოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

რუსეთი უკრაინაში ომს 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. პირველივე დღეებიდან უკრაინაში მრავალი ქართველი მოხალისე იბრძვის. დღემდე საომარ ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.