„ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც აშშ-ში გვაქვს“ - მილერი „უცხოური აგენტების კანონის“ FARA-სთან შედარებაზე

„თუ თქვენ საქართველოში კანონპროექტის ტექსტს შეხედავთ, ან კანონპროექტის ტექსტს, რომელიც სხვა ქვეყნებში კრემლის გავლენით მიიღეს, ისინი ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ, აშშ-ში გვაქვს,“ - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა შესაბამის შეკითხვას უწყებაში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.

მეთიუ მილერის თქმით, "განსხვავება ამ კანონების ბუნებაში მდგომარეობს."


„თუ შეხედავთ აშშ-ის უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს, დაინახავთ, რომ ის ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს, ვინც ჰუმანიტარულ საქმიანობას ასრულებს, ვინც სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას ეწევა. სრულიად განსხვავებული რამ არის,“ - განაცხადა მეთიუ მილერმა.

მანვე აღნიშნა, რომ წარსულშიც უნახავს ცრუ შედარებები.