სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას Armenpress-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გასპარიანი თავისუფლებამოსილებას დღეიდან აღარ შეასრულებს.
მას შემდეგ, რაც სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა გენშტაბის ხელმძღვანელის გადაყენების შესახებ პრემიერის მიერ გაგზავნილ მოთხოვნას კონსტიტუციის გათვალისწინებულ კონკრეტულ ვადებში ხელი ორჯერ არ მოაწერა და საქმე არც საკონსტიტუციო სასამართლოში გადაგზავნა, ფაშინიანმა გენშტაბის მეთაური გადააყენა.
შეგახსენებთ, ქვეყანაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნიკოლ ფაშინიანმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე გაათავისუფლა. ამას გენშტაბის მხრიდან განცხადება მოჰყვა, სადაც ისინი პრემიერის გადადგომას მოითხოვდნენ. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნული განცხადება სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და გენერალური შტაბის უფროსის გადაყენება მოითხოვა.