სვანეთში, მდინარეში გადავარდნილი მესამე მოზარდის ცხედარიც იპოვეს

სვანეთში დაკარგული მესამე ახალგაზრდის ცხედარიც იპოვეს.

ადგილობრივის ინფორმაციით, მაშველებმა მას მდინარე ენგურში მიაგნეს.

შეგახსენებთ, რომ ავტომობილი, სადაც სამი ახალგაზრდა - ერთი გოგო და ორი ბიჭი იმყოფებოდნენ, მდინარეში 2 მაისს გადავარდა.

მაშველებმა რამდენიმე დღის წინ მე-12 კლასელი გოგოს ცხედარი იპოვეს. დღეს დილით, მაშველებმა 14 წლის ბიჭის ცხედარს მიაგნეს.