ესპანეთმა უკრაინას Patriot-ის რაკეტები გაუგზავნა

უკრაინამ მადრიდიდან Patriot-ის ტიპის საზენიტო რაკეტები მიიღო.

ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა განაცხადა. „ეს რაკეტები შექმნილია საჰაერო თავდაცვისთვის და ძალიან ცხადი უნდა იყოს, რომ ისინი შექმნილია იმისთვის, რომ დაიცვან უკრაინა იმ თავდასხმებისგან, რომელსაც ის განიცდის,“ - აღნიშნა მინისტრმა ქალაქ სარაგოსაში სამხედრო ობიექტების მონახულებისას, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები წვრთნიან.

რობლესმა არ უთქვამს, რამდენი რაკეტა მიიღო უკრაინამ.