აშშ-ის საელჩო: არჩევნების პატიოსნად ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი და USAID-ის მისიის დირექტორი, ჯონ პენელი ISFED-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში საარჩევნო პროცესის მონიტორინგში ISFED-ის მნიშვნელოვან საქმიანობაზე ისაუბრეს.

„ნებისმიერ დემოკრატიაში სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მხარდასაჭერად.

არჩევნების პატიოსნად ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე,“ - ნათქვამია განცხადებაში.