დიდი ბრიტანეთი რუსეთის თავდაცვის ატაშეს აძევებს

ბრიტანეთმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ გააძევებს რუსეთის თავდაცვის ატაშეს, გააუქმებს დიპლომატიურ სტატუსს ზოგიერთ საკუთრებას და შეზღუდავს რუსეთის დიპლომატიური ვიზების ხანგრძლივობას, იუწყება Reuters-ი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ განმარტა, რომ ეს ქმედება მოჰყვა რუსეთის მავნე აქტივობის მაგალითს ბრიტანეთისა და ევროპის მასშტაბით.


აპრილში ბრიტანელ კაცს ბრალი წაუყენეს სავარაუდო მტრული სახელმწიფო საქმიანობისთვის, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ იყო გამიზნული. მათ შორის, ლონდონში, უკრაინასთან დაკავშირებულ კომერციულ საკუთრებაზე ცეცხლსასროლი იარაღის თავდასხმისთვის, ადამიანების სავარაუდო დაქირავებით.


„ჩვენ გავაძევებთ რუსეთის თავდაცვის ატაშეს, რომელიც არის ოფიციალურად გამოუცხადებელი სამხედრო დაზვერვის ოფიცერი,“ - განუცხადა ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ პარლამენტს.


„ჩვენ მოვუხსნით დიპლომატიურ სტატუსს რუსეთთან დაკავშირებულ რამდენიმე საკუთრებას დიდ ბრიტანეთში... ჩვენ ვაწესებთ ახალ შეზღუდვებს რუსეთის დიპლომატიურ ვიზებზე, მათ შორის, ვაზღუდავთ რუსი დიპლომატების დიდ ბრიტანეთში ყოფნის ხანგრძლივობას,“ განმარტა კლევერლიმ.