საქართველოში კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 96 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,32 %-ს შეადგენს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 127 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 103, ხოლო პისიარტესტით – 8 024.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 513 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 273 650-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,32 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1.5 %, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 1.83%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 96 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 111-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 613 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 513 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარა - 30, იმერეთი - 88, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 44, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 900, საიდანაც: 1 342 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 663, აჭარაში – 145, იმერეთში – 257. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 266 პირი, მათ შორის, თბილისში – 111, აჭარაში – 23, იმერეთში – 78. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი, მათგან თბილისში – 44, აჭარაში- 3, იმერეთში – 9. 111 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 92 – თბილისში, 12 – აჭარაში. 1 447 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 243 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 148, ხოლო აჭარაში - 17.
სულ 6 ოქტომბრიდან - 10 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია -23 581 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 262 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 384 პირი, აჭარაში - 470, იმერეთში - 679.