ჩინეთი და რუსეთი მთვარეზე კოსმოსური სადგურის აშენებას გეგმავენ. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ორივე ქვეყანამ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას.
დოკუმენტის მიხედვით, კოსმური სადგური მთვარის ზედაპირზე ან ორბიტაზე აშენდება.
BBC-ის ინფორმაციითვე, ორივე ქვეყნის კოსმოსური სააგენტოებში ამბობენ, რომ ჩინეთი და რუსეთი გამოიყენებენ დაგროვილ გამოცდილებას კოსმოსურ მეცნიერებაში, რათა ერთობლივად შეიმუშაონ საგზაო რუქა მთვარის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი სადგურის მშენებლობისთვის.
აღსანიშნავია, რომ სადგურის აშენების შემდეგ, ის ხელმისაწვდომი იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც.
როგორც ჩინეთის კოსმოსური პროგრამის სპეციალიზირებულმა ანალიტიკოსმა, ჩენ ლანმა განაცხადა, აღნიშნული პროექტი ,,დიდი გარიგებაა”.
,,ეს იქნება ყველაზე დიდი საერთაშორისო კოსმოსური თანამშრომლობის პროექტი ჩინეთისთვის, ამიტომ ის მნიშვნელოვანია”, - თქვა მან.