საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ყველამ თავი უნდა „შეიკავონ ორმაგი სტანდარტისგან და სადაც დასაგმობია ძალადობა, ყველგან დაგმონ, განურჩევლად მათი პოლიტიკური სიმპათიებისა.“ მისი თქმით, ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, მათ შორის, მოძალადეებზე ძალადობაც.
„ორმაგი სტანდარტი არის აბსოლუტურად მიუღებელი. მინდა გავიხსენო ის, რომ ამ ძალადობის აქტებს არ გამოხმაურებია, მათ შორის, არცერთი დიპლომატი. ძალიან შემაშფოთებელია ეს ყველაფერი. აღარაფერს აღარ ვამბობ NGO-ებზე, პოლიტიკოსებზე და ა.შ. კოლეგა ჟურნალისტებზეც კონკრეტული ტელევიზიებიდან. რა თქმა უნდა, ეს ორმაგი სტანდარტი არის მიუღებელი და ჩვენ პირველი განცხადებები ძალადობასთან დაკავშირებით მოვისმინეთ გუშინ თუ გუშინწინ, არ ვიცი, როდესაც მოძალადეებს შეეხო ძალადობა.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, მათ შორის, მოძალადეებზე ძალადობაც არის მიუღებელი და რა თქმა უნდა, ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავოს ნებისმიერი ძალადობრივი აქტისგან, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს, რა თქმა უნდა, აქ არავითარი სხვაობა არ არის. ასევე მნიშვნელოვანია ნებისმიერი ძალადობრივი აქტის გამოძიება. კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ორმაგი სტანდარტისგან და სადაც დასაგმობია ძალადობა, ყველგან დაგმონ, განურჩევლად მათი პოლიტიკური სიმპათიებისა. ელჩებს შეიძლება, ჰქონდეთ თავიანთი პოლიტიკური სიმპათიები, მაგრამ ძალადობა უნდა დაიგმოს პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად. ეს არის ჩემი მოწოდება და ჩემი თხოვნა ყველას მიმართ," - განაცხადა პრემიერმა.
-
დაუშვებელია ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს - ომბუდსმენი
-
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის“