მედიის ცნობით, უკრაინა F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს რამდენიმე კვირაში მიიღებს

უკრაინამ შესაძლოა, პირველი F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავები „კვირების განმავლობაში მიიღოს," იტყობინება ბრიტანული მედია გამოცემა Evening Standard მაღალი რანგის სამხედრო წყაროზე დაყრდნობით.


Evening Standard-ის წყარომ არ გაამხილა, თუ რომელი მოკავშირე იქნება პირველი, ვინც კიევს თვითმფრინავებს მიაწვდის. ნიდერლანდებმა, დანიამ, ბელგიამ და ნორვეგიამ პირობა დადეს, რომ უკრაინას ათობით ამერიკული წარმოების მეოთხე თაობის თვითმფრინავი მიაწოდეს.


დანიამ ადრე დაადასტურა, რომ ამ ზაფხულს უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების პირველ პარტიას გაუგზავნის, ჰოლანდია კი, მათი მიწოდების დაწყებას შემოდგომაზე გეგმავს. ბელგიამ ასევე გამოაცხადა, რომ შესაძლოა, უკრაინაში პირველი F-16 მოიერიშე თვითმფრინავები გაგზავნოს ამ წლის ბოლოს.


დანია, ნიდერლანდები და აშშ ხელმძღვანელობდნენ საერთაშორისო კოალიციას, რომელიც გასულ წელს შეიქმნა იმისთვის, რომ კიევისთვის მიეწოდებინათ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები და მოამზადონ უკრაინელი მფრინავები.