რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმაური და დაპირისპირებაა.
მას მერე, რაც ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატი სოსო ტყემალაძე გამოჩნდა და შენობაში შევიდა, სიტუაცია დაიძაბა.
ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და დარბაზში შეჭრას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციელები საკმარისად არიან მობილიზებულები, ირაკლი აბუსერიძის მომხრეების ტერიტორიიდან გაყვანას და სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ.
ცნობისთვის, საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 24 თებერვალს ჩაიშალა. ავჭალის სარაგბო სტადიონზე გამართულ საერთო კრებაზე (ყრილობაზე) ხმის უფლების მქონე დელეგატთა ორი მესამედი ვერ შეიკრიბა და, კავშირის წესდების თანახმად, მაქსიმუმ ოცდაათი დღით გადაიდო.