იტალიის პორტებში რუსი ოლიგარქების 7 იახტაა დაკავებული - მედია

იტალიის ხელისუფლებისთვის ტვირთად იქცა რუსი ოლიგარქების კუთვნილი იახტების შენარჩუნება, რომელთა აქტივები იტალიაში გაიყინა რუსული ჯარების მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ France24 იტყობინება. როგორც აღინიშნა, ევროკავშირის სანქციების გამო, იტალიის პორტებში 7 ასეთი გემია ჩარჩენილი. შემოწმების, რემონტისა და პარკირების ყველა ხარჯი იტალიის მთავრობამ გაიღო.


„იახტები, კერძო თვითმფრინავები და ძვირადღირებული ვილები - ეს ყველაფერი ეკუთვნით რუს ოლიგარქებს, რომელთა აქტივები იტალიაში გაყინულია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ბრიუსელის მონაცემებით, ეს აქტივები დაახლოებით 2,3 მილიარდ ევროს შეადგენს. მაგრამ ისინი იტალიის მთავრობისთვის „თავის ტკივილად“ იქცა,“ წერს France24.


რუსი მფლობელების ადვოკატების თქმით, ამ გემების ჩამორთმევა და სხვა მფლობელებისთვის მიყიდვა შეუძლებელია, როგორც ეს იტალიის ხელისუფლება სურს, რადგან ეს არის საკუთრების უფლების დარღვევა და თავად აქტივებს აქვთ გაყინულის, მაგრამ არა ჩამორთმეულის სტატუსი.


უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, ქვეყნებმა დაბლოკეს რუსული ფინანსური აქტივები, რომლებიც 300 მილიარდ ევროს აღემატება. ითვლება, რომ ამ აქტივების უმეტესი ნაწილი ევროკავშირის ქვეყნების ფინანსურ ინსტიტუტებშია, განსაკუთრებით, ბელგიაში.