რუსეთში, არხანგელსკის ოლქში რუსული საკრუიზო გემი იწვის

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და რუსული მედიის ცნობით, გემს ადრეც გაუჩნდა ცეცხლი. რუსეთის სამინისტროს ცნობით, გემის ზედა გემბანზე, 936 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხანძარი იყო. მათივე ცნობით, ხანძარი ჩააქრეს.

შემთხვევის ადგილზე 42 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გემზე ხალხი არ იყო.


ლომონოსოვი“ ერთი წლის წინათაც იწვოდა. საინფორმაციო გამოცემა Fontanka.ru-ს ცნობით, ხანძარი M.V. ლომონოსოვის საკრუიზო გემი დაახლოებით ერთი წლის წინ, 2023 წლის მაისში გაჩნდა. ხანძარი ქვედა გემბანზე მდებარე ძრავის განყოფილებაში გაჩნდა, როდესაც გემი მშრალ ნავსადგურში იმყოფებოდა არხანგელსკის სარემონტო და ტექნიკური ბაზაზე.