ადვოკატის ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე დააკავეს, დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი

აქციაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი. ადვოკატის ცნობით, ის სამართალდამცველებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.


„რაც შეეხება დაზიანებებს, არის თვალსაჩინო და ძირითადად არის სახისა და თავის არეში. მას რამდენიმე სპეცრაზმელი გაუსწორდა ფიზიკურად. გონებაც დაკარგა ცემის მომენტში, არ ახსოვს რაღაც მომენტები,“ აღნიშნა ეკა ქობესაშვილმა.


მისივე თქმით, გამოძიების დაწყების მიზნით, აპირებენ, მიმართონ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

ლაზარე გრიგორიადისმა, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა, საპატიმრო 24 აპრილს დატოვა.