ევროკომისიამ მიაღწია შეთანხმებას BioNTech-Pfizer– თან, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ევროკავშირის წევრი ქვეყნები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 4 მილიონ დოზას მიიღებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, ვაქცინა დაეხმარება ბევრ სახელმწიფოს მის წინაშე დამდგარი გამოწვევები გადაჭრას.
,,ცხელ წერტილებში სიტუაციის გამოსასწორებლად აუცილებელია სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედება. მოხარული ვარ, დღეს გამოვაცხადო შეთანხმება BioNTech-Pfizer- თან, რომელიც შესთავაზებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომ მარტის ბოლომდე ხელმისაწვდომი გახადონ ვაქცინების 4 მილიონი დოზა. ეს დაეხმარება წევრ სახელმწიფოებს. ეს საკვანძოა ჯანდაცვის სისტემებისა და ერთიანი ბაზრის ფუნქციონირებისთვის", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.